ქართული ოცნება

კალაძე: ივანიშვილმა შეძლო სისხლიანი რეჟიმის დასრულება, ესაა ყველაზე დიდი ქველმოქმედება

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანს და ხალხს.

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები