კანიე უესტი

კანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

NYPost

ჰიპ-ჰოპ არტისტი კანიე უესტი 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას აპირებს.

რეპერმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი მომავალი კამპანიის ხელმძღვანელი პოლიტიკური მიმომხილველი მაილო იანოპოლუსი წარადგინა.

იანოპოლუსი ბრიტანელი ულტრამემარჯვენე პოლემისტი, პოლიტიკის მიმომხილველი, ორატორი და მწერალია, იყო გამოცემა Breitbart-ის მთავარი რედაქტორი, აქტიურად იყო ჩართული დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.

უესტი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მეორედ იყრის. პირველად რეპერმა მონაწილეობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო. რეპერისთვის ხმის მიცემა მხოლოდ 12 შტატში იყო შესაძლებელი. ვესტმა 60 000 ხმა მიიღო და არჩევნები მე-7 ადგილზე დაასრულა.

ბოლო პერიოდში რეპერი ყურადღების ცენტრში ანტისემიტური განცხადებების გამო მოექცა. ვესტთან ურთიერთობა გაწყვიტეს ბრენდებმა Balenciaga და Adidas. 

კომენტარები