მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ადვოკატებისთვის არ მითქვამს, რომ მოწამვლაზე ვეჭვობ, სპეკულაციები უადგილოა

მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მანამდე, სააკაშვილსი დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. იმავე დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მოწამლულია. 

კომენტარები