აშშ-საქართველო

კობახიძე: სენატორი შაჰინი ნაცმოძრაობის მეგობარი იყო 2012 წლამდეც და აგრძელებს ამ მეგობრობას

სენატორი ჯინ შაჰინი იყო ნაცმოძრაობის მეგობარი 2012 წლამდეც, მაშინ, როდესაც საქართველოში იყო დამყარებული სისხლიანი რეჟიმი თავის წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის რეკეტით და ტერიტორიების ჩაბარებით, მაშინაც მეგობრობდა ეს ადამიანი ნაცმოძრაობასთან და აგრძელებს ამ მეგობრობას. როდესაც ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთან უნდა გადაიხედოს ურთიერთობები, საფუძველი რა არის? – არაფერი. ეს, ბუნებრივია, არის შეურაცხმყოფელი, იგივე დაფინანსების შემცირებაზე როცა საუბრობს. ერთიც და მეორეც, ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, აქ განმარტებები უკვე გავაკეთეთ. ძირითადად, ეს თანხები მიდის NGO-ებზე.

[...] გასაგებია, რომ ეს განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა. მისი მეგობრები, როდესაც წავიდნენ ხელისუფლებიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს საერთოდ ფუნდამენტური წინსვლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცა და დედამიწაა ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს და რაც იყო წარსულში, მისი მეგობარი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა 17 ნოემბერს თქვა, რომ საქართველოში უკუსვლას ხედავენ და შესაძლოა, სტრატეგიის გადახედვაზე იფიქრონ.

კომენტარები