ქართული ოცნება

კობახიძე: ამას წინათ გადავხედე, სულ 6-მა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი ნაცმოძრაობაში

მათი [ოპოზიციის] თვითმიზანია, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. [...] ერთადერთი, რითაც შეიძლება დაზიანდეს ეს პროცესი, არის საერთო კოორდინაცია, ანუ ნაცმოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს, რაღაცაში ხელი შეგვიშალოს, მათ არ აქვთ ამის რესურსი. ელემენტარულად, ამას წინათ გადავხედე მათ საპარლამენტო შემადგენლობას და სულ 6-მა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი მთელ ნაცმოძრაობაში.

აქედან გამომდინარე, მათ ამის რესურსი არ აქვთ, რომ ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ, ხელი შეუშალონ რაღაცას. ერთადერთი პრობლემა ეს საერთო კოორდინაციაა – ანუ გლობალური ომის პარტია, ლოკალური ომის პარტია, იქ თუ დალაგდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები