რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრიარქი კირილი: EU-ს ტერიტორიაზე არ შემიშვეს, ასეთი რამ ცივი ომის დროსაც არ ხდებოდა

პატრიარქი კირილი, რუსეთი, მოსკოვი, 2022 წლის 24 აპრილი
Sergei Vlasov/Russian Orthodox Church Press Service via AP

რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. კირილის შეფასებით ეს უპრეცენდენტო მოვლენაა. ამის შესახებ კირილმა აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

"მიღებულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება: ევროკავშირის ტერიტორიაზე პატრიარქის არშეშვება. ასეთი რამ "ცივი ომის" დროსაც არ ყოფილა. ჩნდება კითხვა: რატომ? თუ თქვენ მართლები ხართ, მე კი არა, მოიწვიეთ ტელევიზიები და გამართეთ ჩემთან დიალოგი, დაამტკიცეთ საკუთარი სიმართლე. მათ ამის ეშინიათ, რადგან იციან, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. მათ ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ, საერთოდ იზოლაციონიზმი ყოველთვის სისუსტეა. ჩვენ კი ღია ვართ მათთან ურთიერთობისთვის ვისაც ვუყვართვართ და ასევე, მათთან, ვისაც არ ვუყვარვართ". - თქვა კირილმა.

რუსეთის პატრიარქს კონკრეტულად არ უსაუბრია თუ ვინ არ მისცა მას ევროკავშირში შესვლის უფლება, თუმცა, გადაწყვეტილება მან ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლენარულ ასამბლეას დაუკავშირა.

კომენტარები