ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში, ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბროლის მიმართულებით, სადაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა, საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპული ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობაც და რა თქმა უნდა, გჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს გზაზე ევროპისკენ.
საქართველო-ევროკავშირი
ვარჰეი: ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს
tbl.ge/66q6
დაკოპირდა

ამბობს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ოლივერ ვარჰეიევროკავშირის რეკომენდაციები12 პუნქტიევროკომისარიევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მკაცრი დათქმებით
- ევროკავშირისგან ახალ გადაწყვეტილებას ველით, რიგში არც ისე წინ ვართ
- იოზვიაკი: ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
- ესტონეთის პრეზიდენტი: მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე
- კრამონი: ქართველი ხალხი იმსახურებს EU-ში ყოფნას მაშინაც, როცა მათი მთავრობა არ იმსახურებს