რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი: EU-მ ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები უნდა დაუწესოს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, ევროკავშირმა ირანს სანქციები დემონსტრანტების დარბევის გარდა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამოც უნდა დაუწესოს

"ვფიქრობ, თუ დამნაშავეებს ვიპოვით, სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს.

ისინი, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, რაიმე გზით უნდა დაისაჯონ. როგორც ჩანს, სანქციები ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც პასუხისმგებელი პირების დასჯა შესაძლებელია". - თქვა ბილსტრომმა Reuters-თან ინტერვიუში.

ევროკავშირის ქვეყნები თვითმფრინავების მიწოდებაზე პასუხიმგებელი სამი ფიზიკური პირისა და ერთი სუბიექტის აქტივების გაყინვაზე უკვე შეთანხმდნენ.

ასევე, 14 ნოემბერს მინისტრებმა ირანელ პირებსა და ორგანიზაციებს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევისთვის დამატებით სანქციები დაუწესეს. 

კომენტარები