დაპირისპირება ენმ-ში

სარჯველაზე ენმ-ზე: როგორც ჩანს, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ

ისინი ბევრს საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას შეძლებდნენ. აქა-იქ ვიღაცები საუბრობდნენ საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე და ა.შ. როგორც ჩანს, აი ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. რეალურად, აი ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს [...] მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის მარცხსა და კრახს იმდენად მწვავედ განიცდიან, რომ ფაქტია, რეალურად რესურსი აღარ დარჩა საიმისოდ, რომ ამ დრომდეც პარტიის შიგნით არსებული პრობლემები შენიღბონ [...] ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი და იმ პარტიის მარცხითა და ფიასკოთი დასასრული, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრი მანკიერი პროცესის "შემოქმედია".

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები