დაპირისპირება ენმ-ში

ზარქუა ენმ-ზე: ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ

გახსოვთ თქვენ, რომ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას ცხელ შემოდგომას ჰპირდებოდნენ და ცხელი შემოდგომა თვითონ დაუდგათ. აგერ ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ [...] ხაბეიშვილი და მისი დაჯგუფება ცალკე იქაჩება. ეს ჩალაძე არ ვიცი, ეტყობა სხვა მიმართულებაა, უფრო ვიწრო ოჯახის, მხარდამჭერები ჰყავს მანდ. და მესამე კიდევ, ჟულიკები რომ არიან, რომლებიც ცალკე კეზერაშვილის ფულზე არიან დახარბებულები. ეს გადანაწილება ხდება.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებსა და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ. ამ დროისთვის, პარტიის თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურები მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ წამოაყენეს.

კომენტარები