დაპირისპირება ენმ-ში

მდინარაძე ენმ-ზე: ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს

ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს. იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. როგორც მოგეხსენებათ, ამ ნიშის დაკავებას ნაციონალური მოძრაობის გარე ძალები, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი, ამაზეა დაპირისპირება. როდესაც მათ ქვეყანაში არეულობა ვერ მოახდინეს, უკვე არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უფრო მეტ სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებთ. ნაციონალური მოძრაობის ბუნებაა ჩხუბი, არეულობა და ქაოსი, რაც მხოლოდ პარტიის შიგნით გამოუვიდათ.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრიფინგზე, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

კომენტარები