ენმ

ზარქუა: ნიკანორ მელია, ონჯღორე სი

ნიკანორ მელია, ონჯღორე სი [სირცხვილი შენ]. ხაბესა და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები, ახია შენზე და ამ ყველაფერს იმსახურებ. 2012 წლის შემდეგ, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა, როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უკეთებდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ჰქონდათ შერჩეული. სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობითა და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა. ამ კადრებისა და ამ ფაქტის ნახვის შემდეგ, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რაიმე საერთო გქონოდა? რაიმე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან? ამიტომაც, ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან. პოლიტიკა უპრინციპო და უთავმოყვარეო ადამიანების თავშესაფარი არ არის.

წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებსა და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ

კომენტარები