IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 21% მთავარ დემოკრატიულ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს

ანა გვარიშვილი/ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ყველაზე დიდ დემოკრატიულ გამოწვევად ეკონომიკურ განვითარებას, (37%) ტერიტორიულ მთლიანობასა (21%) და უმუშევრობას (14%) მიიჩნევს. მეორე არჩევანად ეს პრობლემები შესაბამისად 23%-მა, 16%-მა და 24%-მა დაასახელა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები