საქართველო-ბელარუსი

ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შემდეგ, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში პირველად ჩავიდა და შეხვედრები გამართა. დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთის მარიონეტული პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ და დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიიღეს.

"ჩვენს ურთიერთობებს 2023 წელს 15 წელი უსრულდება. 2008 წლის ოქტომბერში მოსკოვში, სესიის სხდომაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვის საპასუხოდ მიღებული იყო გადაწყვეტილება, გაერთიანების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის პარლამენტებისთვის გაცემულიყო  მუდმივი დამკვრვებლების სტატუსი. ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით საპარლამენტო კრების ხელმძღვანელობისა და დეპუტატების მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - თქვა აშუბამ.


28 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები