Instagram

"ანგარიში შეჩერებულია" – მომხმარებლები წერენ, რომ Instagram-ზე წვდომა უმიზეზოდ შეეზღუდათ

მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ Instagram-ზე წვდომა შეეზღუდათ - ანგარიშები შეჩერდა. მათ უმეტესობას მიუვიდა შეტყობინება წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რასაც შეზღუდვა მოჰყვა.

მომხმარებლების უმეტესობა წერს, რომ წესები არ დაურღვევიათ და არ აქვთ ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით გაუუქმდათ ანგარიში. 

ანგარიშების მასობრივად გაუქმება დადასტურდა Instagram-ის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობენ. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ თქვენგანს პრობლემა გაქვთ თქვენს Instagram-ექაუნთზე წვდომასთან დაკავშრებით. ჩვენ ამას ვიკვლევთ და ბოდიშს გიხდით უხერხულობის გამო". - წერია განცხადებაში. 

მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემა ძველი შეფერხებებისგან განსხვავდება, რადგან მათ ანგარიშზე წვდომის შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღეს შეტყობინება.

მას, ვინც შეტყობინება მიიღო, გადაწყვეტილების 30 დღის განმავლობაში გასაჩივრების საშუალება მიეცა, თუმცა, გასაჩივრების შემდეგ ისინი ანგარიშიდან გამოვიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ.  

"იმ შემთხვევაში, თუ ვერ დავადასტურებთ თქვენს ანგარიშს, ის სამუდამოდ გაუქმდება". - ეწერა შეტყობინებაში.  

ვებსაიტ Downdetector-ის ინფორმაციით, სადაც მომხმარებლებს ხარვეზებზე ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ, Instagram-ზე პრობლემა 31 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 9:00-ზე შეიქმნა. 

 

კომენტარები