Instagram

ინსტაგრამზე პლასტიკური ქირურგიის ეფექტის მქონე ფილტრებს ვეღარ გამოიყენებთ

BBC.co.uk

2019 წელს, ინსტაგრამს სხვადასხვა ფილტრების მორგების ფუნქცია დაემატა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი პოპულარიბით სარგებლობს.

გუშინ ინსტაგრამმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პლასტიკურ ქირურგიასთან ასოცირებული ყველა ფილტრი საკუთარი პლატფორმიდან წაშალოს.

წაშლის მიზეზი კვლევები გახდა, რომლებმაც აჩვენეს რომ ადამიანები მსგასი ფილტრების მორგებისას თავს ცუდად გრძნობენ თავიანთი გარეგნობის გამო.

"ჩვენ ჩვენი პოლიტიკის გადაფასების პროცესში ვართ - გვსურს, რომ ჩვენი ფილტრები ადამიანებისთვის პოზიტიური გამოცდილება იყოს. ამ პროცესში გადავწყვიტეთ, რომ წავშალოთ პლასტიკური ქირურგიასთან ასოცირებული ყველა ფილტრი და აღარ შევქმნათ ისინი", - თქვა ინსტაგრამის წარმომადგენელმა.

ინსტაგრამზე, 2019 წლის აგვისტოდან, ყველა მომხმარებელს შეუძლია შექმნას თავისი ფილტრი და შემდეგ მისი მორგების საშუალება სხვა მომხმარებლებს მისცეს.

კომენტარები