მოლდოვა

უკრაინის ჰსთ-ს მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კვამლი.
მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. დასაქხლებული პუნქტი უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. 

როგორც მოლდოვის შსს წერს, შემთხვევას არავინ ემსხვერპლა, თუმცა დაზიანდა შენობების ფანჯრები. 

მოლდოვის შსს-ს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკრაინის ცნობით, რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

31 ოქტომბრის დილით რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ფართო სარაკეტო იერიშები მიიტანა, თუმცა, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლების ცნობით, მათ 50 ფრთოსანი რაკეტიდან 44-ის განადგურება შეძლეს.

კიევის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკისა და სხვა ოლქების ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების მიტანის შედეგად, უკრაინის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის მომარაგების გარეშე დარჩა.

კომენტარები