კრიმინალი

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციისას შსს-მ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა

shutterstock

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის გამო 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა - ინფორმაციას კრიმინალური პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე ავრცელებს. 

კუპატაძის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები. მისივე თქმით, მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები - მათ შორის, ჰეროინი და კოკაინი ამოიღეს. 

"დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები - თბილისში, ბათუმსა და სახვადასხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. 

ეს ადამიანები ახდენდნენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას სხვადასხვა გზით. არიან დაკავებული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ეს ადამიანები არიან დაკავებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე. არსებობს ასევე ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც ქმნის საფუძელს მათ დასაკავებლად". - ამბობს ის.

კომენტარები