ომბუდსმენობის კანდიდატები

ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი

ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი, ეს შემიძლია, ვთქვა. სამართლებრივად, თქვენ როდესაც აფასებთ, რომ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უტრირება და არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. 

[...] ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, ანუ არამატერიალური სიკეთის დაცვა - ამ შემთხვევაში, სხეული რომელია? საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამე დარეგულირებული არ არის, სამართლებრივად თუ მეკითხებით. სამოქალაქო ურთიერთობებში ვერ იქნება სხეული განცალკევებულად, განყენებულად ნივთი - მაგალითად, ტელეფონი, მანქანა, იმიტომ, რომ სამართლის ობიექტი სხეული ვერ იქნება და არც არსებობს ასეთი ცნება.  

სხეული არის შემადგენელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, ადამიანი განკარგავს. მე რომ აქ სხვა სიტყვებიც რომ ვიხმარო, რად უნდა ამას... სხეული არის შემადგენელი ნაწილი...  

[...] ეს თქვენი კითხვის არსი, ეს პროპაგანდირება ძალიან დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, ამით ახალისებთ, რომ ადამიანს თავისი სხეული აქვს, თუ უნდა, ნარკოტიკს მოიხმარს, თუ უნდა, წამალს გაიკეთებს, რასაც უნდა, იმას უზამს. ეს არის წახალისება. როდესაც საკანონმდებლო ორგანოდან, დიდი ტრიბუნიდან ამას აჟღერებთ, ძალიან ცეცხლთან თამაშია. ეს დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. 

ამბობს სახალხო დამცველობის კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე. კობაიძემ უპასუხა გირჩის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა ადამიანს საკუთრების უფლება თავის სხეულზე. 

კომენტარები