ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ.
tbl.ge/664m
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი. აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სიაში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, მათ შორის, ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. სანქციების დაწესების მიზეზი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება და კორუფცია გახდა.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




