აშშ-მოლდოვა

აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს, მათ შორის, პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა

ვლადიმირ პლახოტნიუკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სიაში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, მათ შორის, ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი, ვლადიმირ პლახოტნიუკი.

სანქციების დაწესების მიზეზი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება და კორუფცია გახდა.

შესაბამის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვლადიმირ პლოხოტნიუკი მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებზე კონტროლის დამყარებისა და მანიპულირების მეშვეობით, მათ შორის, სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სექტორებზე ზეწოლით, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

ასევე, სანქცირებულთა შორის მოხვდა, განდევნილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილან შორი, რომლის მხარდამჭერებიც მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ ზედიზედ მეექვსე კვირა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, შორი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვების გზისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

კომენტარები