ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. არავინ ჩვენ ნაცვლად არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, ვინც ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა. გვჭირდება მათი დამარცხება, ვისაც უნდა, რომ ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შეეწიროს ამას. ამას, თუ ვიზამთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, თუ არა, მაშინ ამ ფასს შემდეგი თაობები გადაიხდიან, ისევე, რაც ვიხილეთ 90-იანი წლებიდან დღემდე.
საქართველო-აშშ
ბოკერია პრაისის განცხადებაზე: უნდა დავამარცხოთ ისინი, ვისაც სურს, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ
tbl.ge/662e
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




