საქართველო-აშშ

პრაისი: საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ უკუსვლა გამოიწვია

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაის პრესკონფერეციაზე ამერიკასთან მიმართები ქართული ოცნების რიტორიკის შესახებ ჰკითხეს.

"გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთ შემაშფოთებელ განცხადებაზე", - აღნიშნა პრაისმა პასუხისას კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა დეპუტატების კომენტარებს, რომლებიც "ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს".  

"გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთ შემაშფოთებელ განცხადებაზე, რომლებიც, როგორც გავიგეთ, საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების კუთხეებიდან მოდის.  გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობების ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია. მათ გამოიწვიეს უკუსვლა საქართველოს ხალხის მკაფიო, უცვლელი მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ ქმედებებით  ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, ხელი შეეწყოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო ქვეყნის გაერთიანებისთვის. ვხედავთ პოლარიზაციის ისეთ დონეს, როგორიც არ არის კარგი ქვეყნისთვის. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის". - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი. 

კომენტარები