იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მურუსიძე: ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე სასამართლო სისტემიდან, მაგრამ არ მოისვენეს

ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ "მირტყამდნენ" მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი...

დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია. 

IPN-ს ცნობით, ამბობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა

კომენტარები