სამტრედია

სამტრედიაში 23 წლის ქალი გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

tsamali.ge

სამტრედიაში 23 წლის ქალი გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.  მას ოპერაცია 5 დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა, მას სისხლდენა გუშინ, 22 ოქტომებრს დაეწყო. 

ახლაგაზრდა ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

ქალის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გარდაცვლილი ექიმის რეკომენდაციებს იცავდა, თუმცა მდგომარეობა მაინც გაურთულდა.  მათი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ქალს გადასხმა გაუკეთდა და ექიმებმა მათ უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. 

რაც შეეხება ექიმების პოზიციას, კლინიკა გიდის დირექტორი TV პირველთან აცხადებს, რომ გარდაცვლილს ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა და მას გართულებები არ ჰქონია. 

"პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია კარგად, დამაკმაყოფილებელი იყო მისი მდგომარეობა, როდესაც გაიწერა. დარიგებაც მიიღო, როგორც ყველა სხვა პაციენტმა, პროტოკოლის მიხედვით. უბრალოდ მერე, სადღაც მეოთხე დღეს, განუვითარდა სისხლდენა. რა მოხდა და როგორ მოხდა ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ აქ ექიმის ბრალი ნამდვილად არ არის... კარგი იქნება დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამოძიება ნათელს მოფიენს სიტუაციას".- ამბობს კლინიკის დირექტორი, დიმიტრი მხეიძე. 

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები