კრიმინალი

ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა

ინტერპრესნიუსი

ტაბულას ინფორმაციით, თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. როგორც ინტერპრესნიუსი წერს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა.  

ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო, განზრახ მკვლელობის მცდელობაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები