ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა, როგორც გადაწყვეტილება, უკრაინის უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ ეს რა გავლენას იქონიებდა ჩვენს თაობებსა და ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო ოკუპირებული [...] რბილად რომ ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება, უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართონ. მაგრამ, ეს არ მოხდება. დღეს ამ ქვეყანაში ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობა.
tbl.ge/65xz
დაკოპირდა

თქვა ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




