საქართველო-უკრაინა

კობახიძე: შანტაჟით ვერ აიძულებენ ივანიშვილს, ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში

გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება, ზუსტად იგივე უწყება, აშანტაჟებს ქვეყანას პრაქტიკულად სანქციებით. მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა და  უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი. ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი გზით და სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა. 

მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ, ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში და ეხლა პირდაპირი ღია მცდელობა რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს კულისებიდან გარეთ. 

რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ვერ ჩართავს ომში და ვერავინ ვერ აიძულებს საქართველოს, რომ გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი, ეს არის გამორიცხული...

უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, ახლა მოწოდებიდან შანტაჟზე გადავიდნენ... ეს არის არა დასჯა, მიზანი არის შანტაჟი, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.

კომენტარები