ტრაგედია ვაკის პარკში

მელია კალაძეზე: თანამდებობასა და ღირსებას შორის, ღირსების დათმობა არჩია

კახა კალაძეს არჩევანი უნდა გაეკეთებინა თანამდებობის დატოვებასა და ღირსების დათმობას შორის. მან აირჩია, ღირსება დაეთმო. კალაძე ფიქრობს - მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილი და ამის შემდეგ ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს? დიახაც, ამას ფიქრობს. მაგრამ, მერწმუნოს და ამაში თბილისიც დამეთანხმება, თბილისი ასეთ შემთხვევებს არ ივიწყებს და თბილისი ასეთ კადნიერებას უბრალოდ არ პატიობს. რახან მან ეს არჩევანი გააკეთა, თბილისელებიც შესაბამის არჩევანს გააკეთებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ [...] თბილისში უკვე ყველას ფობია ჩამოუყალიბდა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც კალაძის მმართველობის დროს განხორციელდა, უხარისხოა და სასიცოცხლო საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, როდესაც შენ ამ მძიმე მოცემულობას თვალს არ უსწორებ და პასუხისმგებლობას არ იღებ, გასაგებია, რომ შენ დათმე ღირსება, მაგრამ არ დათმე თანამდებობა. თუმცა, ზოგადად, ასეთი ტიპის ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, როცა მას პასუხისმგებლობის თაობაზე არაფერი სმენია.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში. 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად ერთი 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

კომენტარები