რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუცია უპირობოდ გმობს, როგორც უკრაინაზე თავდასხმას, ასევე ამ თავდასხმის დეტალებს – მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დამიზნებულ ავიაიერიშებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას, უკრაინის ტერიტორიების ანექსიასა და ფსევდორეფერენდუმს.

გარდა ამისა, რეზოულუციის მიხედვით, ესტონეთი რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვასაც ითხოვს.

რეზოლუციაში შეტანილი არ არის ისეთი მოთხოვნები, როგორებიც არის ევროკავშირის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, პოლიტიკური თავშესაფრის გაცემასა და მობილიზაციის შედეგად რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების მიღებაზე უარის თქმა.

აგვისტოში მსგავსი რეზოლიცია მიიღო როგორც ლატვიის, ასევე ლიტვის პარლამენტებმა.

კომენტარები