დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუ ვინ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არა, როდესაც ესა თუ ის პირი საქართველოში აპირებს შემოსვლას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ისეთი მომენტი დადგება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის.
tbl.ge/65t4
დაკოპირდა
თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოუწიოს, რადგან ის დღევანდელ სიტუაციაში, რუსეთის აგრესიის ფონზე საკმაოდ ლიბერალურია.
ქართული ოცნებალაშა ხუციშვილისალომე ზურაბიშვილირუსეთი-საქართველორუსეთთან სავიზო მიმოსვლასავიზო რეჟიმი რუსეთთანრუსები საქართველოშირუსი ტურისტები საქართველოში