რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას. ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმ სიტუაციის გამო ჩამოდიან, რაც რუსეთში არის. მაგრამ, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მემგონი, რომ მეტი კომუნიკაცია და ჩვენი საზოგადოების მეტი ინფორმირება არის საჭირო, რომ ხელისუფლების მიერ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი რეალურად გათვალისწინებულია და ზომები მიღებულია. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც დღევანდელ პირობებში საკმაოდ ლიბერალურია და რომელიც, შეიძლება, ამ აგრესიის ფონზე ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრამ, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის.
tbl.ge/65sv
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილისაქართველო-რუსეთირუსეთი-საქართველორუსეთთან სავიზო მიმოსვლასავიზო რეჟიმი რუსეთთანრუსები საქართველოშირუსი ტურისტები საქართველოში
ამავე თემაზე
- ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
- დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
- ფინანსთა მინისტრი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ
- მდინარაძე: რუსეთიდან გაქცეულებს დეზერტირებს მარტო პუტინი და ქართული ოპოზიცია ეძახის
- ღუდუშაური საქართველოში რუსების შემოსვლაზე: დედას გეფიცებით, კონტროლდება




