რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც კი უნდა იფიქროს

CNN

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ თეთრი სახლისთვის არ ექნება მნიშვნელობა, თუ რა ტიპის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს რუსეთი და რომ ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც კი უნდა იფიქროს

"უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება არის უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება. იმაზე ფიქრიც კი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება სხვადასხვა ტიპიებად შეიძლება დავყოთ, საშიშია.

ვთვლით, რომ აშშ-მ, NATO-ს მოკავშირეებმა და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა მიახვედრონ რუსეთს, რომ ამ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც კი უნდა იფიქროს". - თქვა სალივანმა CNN-თან ინტერვიუში. 

კომენტარები