რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საწვრთნელ პოლიგონზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა – დაიღუპა 11, დაშავდა 15

რუსი სამხედროები სამობილიზაციო პუნქტთან
Reuters

ორმა შეიარაღებულმა პირმა რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის საწვრთნელ პოლიგონზე ახლად მობილიზებულ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც მინიმუმ 11 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან არიან და ისინი საპასუხო სროლის დროს მოკლეს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარს ტერორიზმის აქტი უწოდეს. 

"ბელგოროდის საწვრთნელ პოლიგონზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სასროლი წვრთნის დროს, როდესაც მოხალისეები ემზადებოდნენ სპეციალური ოპერაციისთვის. ტერორისტები დანაყოფის პერსონალს    დაესხნენ თავს". – წერს რუსული მედია.

კომენტარები