რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს – არესტოვიჩი

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედოებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს.  

არესტოვიჩის თქმით, რუსეთის პროპაგანდა, რომ ბახმუტთან რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, მისივე სიტყვებით, უკრაინელმა სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე წარმატებული კონტრშეტევა წამოიწყეს. 

თუმცა, არესტოვიჩი არ საუბრობს იმაზე, თუ ფრონტის რომელ ხაზზე მიაღწიეს წარმატებას უკრაინელებმა. 

"სვატოვოეს მიმდებარედ გარკვეული წინსვლა იყო. რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს, ვერსად წავიდნენ წინ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და უკან დაიხიეს [ოკუპანტებმა] ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და ერთ-ერთი ადგილიდან მოისროლეს. არ ვამბობთ, რომელი ადგილიდან, რადგან გენერალურ შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია". - თქვა არესტოვიჩმა.  

ოფიციალური ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 1 620 დასახლება გაათავისუფლეს. 

კომენტარები