ვაკის პარკი

მელია: მე რომ ახლა მერი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა

ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, თან 7 წლის ბიჭი მყავს და შეიძლება, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე ნებისმიერი მშობელი ყოფილიყო. რბილად რომ ვთქვათ, მტკივნეულია. ამ მძიმე წუთებში ხელისუფლებისგან სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ავაღებინოთ. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დიახ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კალაძე მიხვდეს. მიხვდეს, რომ ყველაფერი ვიცით, როგორ გამდიდრდა და ა.შ. პირდაპირ გეუბნებით, მე რომ ახლა მერი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი. იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. საზოგადოების ნაწილი დამიჯერებს, ნაწილი არა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია. კორუფცია კლავს, ის მოწიკწიკე ბომბია. ყველა გარემოში, პარკსა და თითქოს ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას ტრაგედიად იქცევა და კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ იკლებს, ფულს რომ იპარავ. კორუფცია ლამაზად და დახვეწილად ჟღერს. ეს ხალხი ფულს იპარავს. კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მან ტვირთად უნდა აიღოს. პროექტის რომელიმე რიგით განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა არ გამოვა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. 13 წლის მოზარდი გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა - გარდაიცვალა. მეორე მოზარდის მდომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები