რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ილონ მასკმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით წელიწადნახევრის წინ ისაუბრეს

TASS

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მილიარდერ ილონ მასკს უკრაინაში "მშვიდობის დამყარების" გეგმის გამოქვეყნებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან არ უსაუბრია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"არა, ეს ასე არ არის". - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა და აღნიშნა, რომ მასკმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს წელიწადნახევრის წინ.

პოლიტიკური რისკის საკონსულტაციო კომპანიის, Eurasia Group-ის ხელმძღვანელმა, იან ბრემერმა 10 ოქტომბერს თქვა, რომ მასკმა მას პუტინთან საუბრის შესახებ უამბო. ბრემერის თქმით, საუბარი მანამდე შედგა, სანამ მილიარდერი ტვიტს გამოაქვეყნებდა და უკრაინას ყირიმის სამუდამო დათმობისკენ მოუწოდებდა.

ბრემერმის ცნობით, მასკმა მას ორი კვირით ადრე უთხრა, რომ პუტინთან განიხილავდა პრეზიდენტის მინიმალური მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. ბრემერის განმარტებით, პუტინის პირობები მასკის 3 ოქტომბრის ტვიტშია განხილული: უკრაინის ყირიმის დათმობა, ფორმალური ნეიტრალიტეტი და რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიის აღიარება.

მასკმა ისევ Twitter-ზე განმარტა, რომ პუტინთან ომზე საუბარი არ ჰქონია და დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი რამ "უაზრო იქნებოდა, რადგან რუსეთისა და უკრაინას მოთხოვნები ერთმანეთისგან ისევ შორსაა".

"არა, არ არის ასე. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ისიც 18 თვის წინ. განსახილველი საკითხი კი კოსმოსი იყო", - დაწერა მასკმა. 

 

კომენტარები