რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დააწესა

REUTERS

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დააწესა. სანქციების გაფართოებულ პაკეტში კიდევ 75 პირი მოხვდა, მათ შორის,  51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. ასევე, შეზღუდვები ორ კომპანიას შეეხო.

ახალი ზელანდიის მიერ დაწესებული სანქციები გაზპრომბანკის ხელმძღვანელს, ანდრეი აკიმოვს, ლუკოილის ყოფილ პრეზიდენტს, ვაგიტ ალეკპეროვს, ვნეშეკონომბანკის თავმჯდომარეს, სერგეი გორკოვს, როსობორონექსპორტის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრ მიხეევს, ნოვატეკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, ლეონიდ მიხელსონს, სახელმწიფო კომპანიის ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტს, ვლადიმერ პოტანინს და სხვა პირებს შეეხო.

ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრის, დემიენ ოკონორის ინფორმაციით, აპრილში ახალი ზელანდიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთიდან იმპორტი 75%-ით შემცირდა.

კომენტარები