რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მტრისთვის ბრძოლის ველი მეტად მტკივნეული გავხადოთ – აღვადგინოთ, რაც განადგურდა

ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა ობიექტი, რომელიც რუსი ტერორისტების მიერ დღევანდელი თავდასხმისას დაზიანდა, აღდგება - მხოლოდ დროის საკითხია. 

უკრაინისკენ გამოშვებული 84 რაკეტიდან 43 ჩამოვაგდეთ. 24 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 13 ჩამოვაგდეთ. ათ წუთში ერთხელ ვიღებ შეტყობინებას ირანული "შაჰიდის" ჩამოგდების შესახებ.

დაიცავით უსაფრთხოება და ყურადღება მიაქციეთ სირენის ხმას. საფრთხე ჯერ კიდევ აქ არის, თუმცა ჩვენ ვიბრძვით. მადლობა ჩვენს საჰაერო და სახმელეთო ძალებს დღევანდელი აქტიურობისთვის. 

უკრაინის დაშინება შეუძლებელია, შესაძლებელი მხოლოდ მეტი [ადამიანის] გაერთიანებაა. უკრაინის გაჩერება შეუძლებელია, მხოლოდ კიდევ უფრო დარწმუნებაა შესაძლებელი, რომ ტერორისტები უნდა განადგურდნენ. ახლა ოკუპანტები ამ ტერორის მეთოდს მიმართავენ, რადგან ბრძოლის ველზე ვერ გვიპირისპირდებიან.  მოდი, მტრისთვის ბრძოლის ველი კიდევ უფრო მეტად მტკივნეული გავხადოთ. აღვადგინოთ ყველაფერი, რაც განადგურდა.  

გჯეროდეთ საკუთარი თავის, უკრაინის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ჩვენი გამარჯვების! დიდება უკრაინას!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები