ოდესის ლიტერატურული ფესტივალი

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება. VIII ფესტივალს ქალაქი 5-8 ოქტომბერს უმასპინძლებს. 

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. დამსწრეებს გამხსნელი სიტყვით მიმართავს პულიცერის პრემიის მფლობელი, ისტორიკოსი ენნ ეპლბაუმი.

"ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ სწორედ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია.

ბათუმი, როგორც ოდესის ერთგული პარტნიორი ქალაქი, უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ,
შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო
ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით
სემინარებს. იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი
ბავშვებისთვის". – წერია ღონისძიების აღწერაში. 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული
ლიტერატურული ინიციატივა
და გამომცემლობა წიგნები ბათუმში.

კომენტარები