ოდესის ლიტერატურული ფესტივალი

ბათუმში 5-8 ოქტომბერს ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება

ბათუმში 5-8 ოქტომბერს ოდესის რიგით მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება და ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ბათუმი უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებს უმასპინძლებს.

"ბათუმი, როგორც ოდესის ერთგული პარტნიორი ქალაქი, უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

ფესიტვალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით: უკრაინელი მწერლების ნაწილი მხოლოდ ონლაინ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძინება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება Youtube და Facebook გვერდებზე". - წერენ ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში არსებულ ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.

კომენტარები