თითქოს, ესა თუ ის საკითხი მტკიცებით ფორმაში, მისი ხედვით კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, თუმცა, სინამდვილეში, რეალურად არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულებები გარდა ერთისა, ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოს ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი.
tbl.ge/659i
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ლომჯარიამ თქვა, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა.
ქართული ოცნებაალუდა ღუდუშაურისაქართველოს სახალხო დამცველინინო ლომჯარიასახალხო დამცველის ანგარიშიომბუდსმენის ანგარიში
ამავე თემაზე
- "არადამაკმაყოფილებელია" – სახალხო დამცველმა 25 მუნიციპალიტეტში 59 უფასო სასადილო შეამოწმა
- ხოშტარია წულუკიანზე: მთელი მოსმენა ლომჯარიას თავს ესხმოდა, მუქარის შემცველიც იყო ბევრი რამ
- NGO-ები: საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია
- წულუკიანი: იმაზე, რაც შექმნა სტალინმა, პასუხისმგებელი დღეს იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება
- ლომჯარია: ჩემი ვალი ხალხის თანამდებობის პირებისგან დაცვაა, მათ შორის იუსტიციის მინისტრიგან