ომბუდსმენის აპარატი

ომბუდსმენი: გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში უფრო დამძიმდა

ჩვენი საერთო შეფასებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს არსებითად ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამაც დაასუსტა აღნიშნული ინსიტიტუტები - პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მიღებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის აპარატის და მისი წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, ამან კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები... შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციისა, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალიან ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას.

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც 2021 წლის ანგარიში უნდა წარადგინოს.

კომენტარები