ჰოლივუდი

ჰიუ ჯეკმანი ვულვერინის როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს

Film.net

ჰიუ ჯეკმანი ყველაზე პოპულარული იქს-ადამიანის, ვულვერინის როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს. ინფორმაციას დედპულის როლის შემსრულებელი და ჰეკმანის მეგობარი რაიან რეინოლდსი ადასტურებს.

რეინოლდსმა ახალი ამბავი თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში გამოყვენებული ვიდეოთი შეატყობინა:

"ეი, ჰიუ, არ გინდა ვულვერინის როლი კიდევ ერთხელ შეასრულო"? – კითხულობს რეინოლდსი.

"კი, რა თქმა უნდა" – ისმის კადრს მიღმა ჯეკმანის ხმა.

ვულვერინი დედპულის მესამე ნაწილში გამოჩნდება. ახალი ბლოკბასტერი 2024 წლის 6 სექტემბერს გამოვა.

დედპული 3 მეათე პროექტი იქნება, რომელშიც ჯეკმანი იქს-ადამიანის როლს შეასრულებს.

კომენტარები