უკანონო მოსმენები

ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი

იმდენ სისულელეზე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა გააკეთეს და ხალხს ნაირ-ნაირი სცენარით შესთავაზეს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ უმსგავსობას უფრო მეტ სტიმულს მისცემს [...] უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი. ეს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. პირადი ცხოვრების დეტალები ვინმემ თქვენ წინააღმდეგ გამოიყენა და დაგაშანტაჟათ, თუ რა? [...] თუ გარკვევა გინდათ, მასალები გადაეცით, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელი არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან.

ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ.

კომენტარები