აფხაზეთში რუსული გენოციდი

ჯაფარიძე ივანიშვილის დეპუტატებზე: იდიოტები არიან, ანტიდასავლური კამპანიისთვის იყენებენ

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება. ჯაფარიძე ამბობს, რომ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური კამპანიისთვის იყენებს, დღევანდელი განცხადება კი ამის ნაწილია.  

"ჩემი აზრით, ეგ ხალხი იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის. ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც, მეტი არაფერი. მაგათზე სერიოზული საუბარიც კი, ჩემი აზრით, ზედმეტია". - ამბობს ჯაფარიძე. 

ტაბულამ ზურაბ ჯაფარიძეს აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიაზეც ჰკითხა - გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი ამბობს, რომ რუსეთმა 1992-1993 წლებში აფხაზეთში გენოციდი ჩაიდინა. 

"კი, რა თქმა უნდა [რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი ჩაიდინა] მგონია, რომ კამპანია ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად [აუცილებელია გენოციდის აღიარების შესახებ აქტიურობა] თუმცა ოპოზიციიდან, თუნდაც ევროპული საქართველოსგან მაგის კეთება, ჩემი აზრით, ძალიან რთულია. ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნორმალური პოლიტიკური ძალების მოსვლა, რომლებიც ამას სერიოზულად მიუდგებიან და გააკეთებენ. სამწუხაროდ, ახლა ეს ფანჯარა გვაქვს, რომელსაც ამ ხელისუფლების გამო, ჯერჯერობით, "ვმაზავთ", იმედია, [ხელისუფლებას] მალე გავუშვებთ". - ამბობს ჯაფარიძე ტაბულასთან ინტერვიუში.  

დღეს, 26 სექტემბერს ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, რომ ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება მიზნად "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავს. ის ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, გაემიჯნოს აფხაზეთში რუსეთის ჩადენილ გენოციდზე ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის კამპანიას, რომელსაც "დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს. 

შემოგვიერთდით, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები