რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს. რასაკვირველია, მოსკოვისგან მოლაპარაკებებზე სხვადასხვა სიტყვები გსმენიათ. თითქოს ისინი მზად არიან ამისთვის. თუმცა: ისინი საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ აცხადებენ მობილიზაციას. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ აცხადებენ ფსევდორეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან რომელია სიმართლე? მობილიზაცია – მართალია, ფსევდორეფერენდუმები – მართალია. რუსეთს ომი უნდა – ეს მართალია. თუმცა რუსეთი ვერ შეძლებს ისტორიის მსვლელობის შეჩერებას. კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთს მოუწევს ამ ომის დასრულება. ომი მან დაიწყო
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: რუსეთი მოლაპარაკებებზე საუბრობს, მაგრამ მობილიზაციას აცხადებს, რუსეთს ომი უნდა
tbl.ge/64zw
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ვიდეოჩართვისას.
ამავე თემაზე
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ




