თბილისის მერია

ამჟამად მელიქიშვილზე ასფალტის საფარი იგება, 19 სექტემბრიდან მოძრაობა აღდგება – კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება, ხოლო ხვალიდან, 19 სექტემბრიდან ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

"რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები". – თქვა კახა კალაძემ.

მერიის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვილილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოსტავას ქუჩამდე ჩატარდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყო. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარები