რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გათავისუფლებული იზიუმის ტყეში 6 წლის გოგოს ცხედარიც იპოვეს – გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმის გათავისუფლების შემდეგ ტყეში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 6 წლის გოგონას, ოლესიას ცხედარიც იპოვეს.  

როგორც გერაშენკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, ის ხარკოვის ოლქში ცხოვრობდა, გოგონას ცხედართან ერთად ტყეში იპოვეს მისი დედის ცხედარიც. 

"თუ ეს გენოციდი არ არის, მაშინ, რა არის ეს?" - წერს გარაშენკო. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ. 

ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება. 

კომენტარები