სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყაველაშვილი წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

"ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის". – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გაიმართება. პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მას ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.

კომენტარები